"რატომ არ უნდა მიყვარდეს მოგზაურობა? - დიახ, მათ შორის ამერიკაში...ნეტა, დრო მქონდეს" – "ოცნების" დეპუტატი "რატომ არ უნდა მიყვარდეს მოგზაურობა? - დიახ, მათ შორის ამერიკაში...ნეტა, დრო მქონდეს" – "ოცნების" დეპუტატი /> "/> " />


  13:38:19     19-06-2024

"რატომ არ უნდა მიყვარდეს მოგზაურობა? - დიახ, მათ შორის ამერიკაში...ნეტა, დრო მქონდეს" – "ოცნების" დეპუტატი

1718790012aluda-gudushauri.jpg

"ოცნების" დეპუტატი ალუდა ღუდუშაური აცხადებს, რომ მას აშშ–ის ვიზა აქვს და მოგზაურობაც უყვარს:

„კი, ვიზა მაქვს [აშშ-ის]. რატომ არ უნდა მიყვარდეს მოგზაურობა? - დიახ, მათ შორის ამერიკაში, მაგრამ თქვენ არ იცით და გეტყვით, უფრო მეტად მიყვარს ჩემი ქვეყანა, ბევრი ვაი ოპოზიციონერისგან განსხვავებით, რომლებიც დარბოდნენ და ამბობდნენ, ვიღაცას სანქცია დაედება და ვერ იმოგზაურებსო. ბევრი ქვეყანაა საინტერესო და ნეტა, მოგზაურობის დრო მქონდეს. ვინ სად იმოგზაურებს, ვინ რას მიირთმევს, ვინ რას ჩაიცვამს, ეს თქვენი საქმე არ არის. თქვენ იმით დაკავდით, რომ 26 ოქტომბერს ქართველ ხალხთან ერთად ვიზეიმებთ იმას, რომ რადიკალ ოპოზიციაზე გავიმარჯვებთ”, – ამბობს ღუდუშაური. 


ავტორი: presa.ge